რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა,- ამის შესახებ სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა.
”18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა,” – წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე.
სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
მანამდემ ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კრასნოდარის ტერიტორიის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს