რუსული მხარის ინფორმაციით, კიევმა რუსეთის ტერიტორიას 13 დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ს ოლქებში ღამის განმავლობაში 13 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 9 დრონი, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
„წუხელ, როდესაც ს რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა, საჰაერო თავდაცვამ როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, ერთი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – შავი ზღვის თავზე, ს ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ