რუსული მხარის ინფორმაციით, ვოლგოგრადსა და ბელგოროდში 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ერთი კი – ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამის განმავლობაში აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობები განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს, კიდევ თერთმეტი კი – ვოლგოგრადის ოლქის თავზე.