რუსული მოხალისეთა კორპუსი: მოსკოვის ტერაქტში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია

უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია”. – უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.