კარელიაში, ონეგის ტბის წყლებში „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„„მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპირიდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღმოჩენის ადგილზე ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდეა. შექმნილია ოპერატიული შტაბი და შემთხვევის გამოსაძიებელი კომისია. სამუშაოებში ჩართულია 140-ზე მეტი ადამიანი და 33 ერთეული ტექნიკა“, – აცხადებენ უწყებაში.
„მი-8“-სთან კავშირი ონეგას ტბის წყლების თავზე საწვრთნელი ფრენის დროს შეწყდა. თვითმფრინავი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთის საავიაციო სამაშველო ცენტრს ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.