რუსული მედიის ცნობით, დიანა ღურწკაიას სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

“ღა­მით, მოს­კო­ვის ცენ­ტრში დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ბი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ზო­ბელ­მა ცე­ცხლი გახ­სნა“, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 10 ივ­ლი­სის ღა­მეს რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. თა­ვად მომ­ღე­რა­ლი კი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ღურწკა­ი­ამ ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

  • ამ­ჟა­მად დი­ა­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. მან სა­კუ­თარ ბლოგ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია და უარ­ყო, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი მოხ­და.

”მოს­კოვ­ში არ ის­ვრი­ან! ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემ­თან ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, არ ყო­ფი­ლა “და­ბომბვა”, რო­გორც მე­დი­ა­ში წე­რენ. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ვინც შე­წუხ­დით, მი­რე­კავთ და მწერთ თქვე­ნი შეშ­ფო­თე­ბის შე­სა­ხებ“, – წერს ღურწკა­ია.

  • ამის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ღერ­ლის გა­რე­მოც­ვა ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად მოხ­და და რომ ღურწკა­ი­ას სახ­ლს მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან ეს­რო­ლეს, თუმ­ცა დას­ძე­ნენ, რომ დამ­ნა­შა­ვეს შეგ­ნე­ბუ­ლად არ უს­ვრია ღურწკა­ი­ას ბი­ნის­კენ. წყა­როს თქმით, კაცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ფან­ჯრი­დან ის­რო­და.

დი­ა­ნა ღურწკა­ი­ამ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა პო­ლი­ცი­ა­ში. კაცი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, გა­აფრ­თხი­ლეს და შე­სა­ბა­მი­სად და­სა­ჯეს, – ამ­ბობს დი­ა­ნას ახ­ლო­ბე­ლი.

დი­ა­ნა ღურწკა­ია ცოტა ხნის წინ კა­რი­ე­რას და­უბ­რუნ­და. მა­ნამ­დე კი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ჰქონ­და. ასე­ვე მო­იკ­რი­ბა ძალა და პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა იმ ტკი­ვილ­ზე, რა­საც ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნიც­დის.

“ის მარ­ტო არა­სო­დეს არის. მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან 17 წლის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე, ძმა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ასევე დაგაინტერესებთ