რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს დრონებით დაესხნენ თავს

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს დრონებით დაესხნენ თავს.უკრაინული დრონების თავდასხმამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, თავდასხმის გამო სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ამასთან, ქალაქ ვოლგოგრადის რეგიონულ აეროპორტში ავიარეისები რამდენიმე საათით შეჩერდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.