რუსული მედია – ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ევგენი პერვიშოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განახლებული ინფორმაციის თანახმად, შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა“, – აცხადებს ტამბოვის ოლქის გუბერნატორი.
გუბერნატორის ცნობით, რამდენიმე დრონი ქალაქ კოტოვსკში მდებარე ორ საცხოვრებელ კორპუსს შეეხაჯა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.
ცნობისთვის, მანამდე ს თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.