„საქართველოს ბანკმა“ (BOG) თავისი ბარათებით რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფუფუნების მაღაზიაში 300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვების განხორციელება აუკრძალა. კლიენტებისადმი ბანკის წერილი რუსულმა RBC-ამ მოიპოვა.
მასში წერია, რომ შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების შესაბამისად წესდება, რომლებიც რუსეთში 300 ევროზე მეტი ოდენობის ფუფუნების საგნების მიწოდებას კრძალავს. ამასთან, ბანკი ითხოვს, მომხმარებელი დაუკავშირდეს, თუ რეზიდენტობას შეიცვლის.
300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვები გამყიდველის MCC-კოდის გამოყენებით დაიბლოკება. ეს იდენტიფიკატორი მთელ მსოფლიოში კომპანიებისთვის ერთნაირია.
„საქართველოს ბანკმა“ (BOG) თავისი ბარათებით რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფუფუნების მაღაზიაში 300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვების განხორციელება აუკრძალა – კლიენტებისადმი ბანკის წერილი რუსულმა RBC-ამ მოიპოვა.
მასში წერია, რომ შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების შესაბამისად წესდება, რომლებიც რუსეთში 300 ევროზე მეტი ოდენობის ფუფუნების საგნების მიწოდებას კრძალავს. ამასთან, ბანკი ითხოვს, მომხმარებელი დაუკავშირდეს, თუ რეზიდენტობას შეიცვლის.
300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვები გამყიდველის MCC-კოდის გამოყენებით დაიბლოკება. ეს იდენტიფიკატორი მთელ მსოფლიოში კომპანიებისთვის ერთნაირია.
RBC-ის შეფასებით, ეს „დიდი პრეცედენტია,“ რადგან ფუფუნების საქონელზე სანქციებს ბანკი პირველად გააკონტროლებს.
„ადრე, მაგალითად, თავად Chanel და სხვა ბუტიკები ცდილობდნენ ამ სანქციის დაცვას, მაგრამ მათთვის მეტად რთული და შრომატევადი იყო სალაროში რუსების იდენტიფიცირება, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება კი ამის ავტომატურად გაკეთების საშუალებას იძლევა,“ – ხაზგასმით შენიშნავს გამოცემა.
RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მეზობელი ქვეყნების ბანკებისთვის ტენდენციად იქცევა.
აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირდა.
“საქართველოს ბანკი“ იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს”, – განაცხადეს ბანკში.
ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილებისა და ფუფუნების საგნების მიწოდებაზე აკრძალვა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შემოიღო. რუსეთში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ასეთი საქონლის გაყიდვა და ქვეყნის შიგნით გამოყენება აკრძალულია.
