რუსული მედია საქართველოზე: არავინ ელოდა, რომ რუსეთის ყოფილი მოწინააღმდეგე EU-ზე უარს იტყოდა

“ამას არავინ ელოდა, ს ყოფილი მოწინააღმდეგე EU-ზე უარს იტყოდა”, – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
წერენ ოცნების გუშინდელ კონტრაქციაზე და მას “უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერ აქციას” უწოდებენ.
“საპროტესტო აქციების ფონზე, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ოპოზიციისთვის ეჩვენებინა, რომ ძალიან პოპულარულია”, – ასე აღწერს რუსული გამოცემა ოცნების დაორგანიზებულ შეკრებას.
RIA წერს, რომ ამის პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები რეჟიმის დამხობას ითხოვენ. სტატიაში ს განცხადებებია მოხმობილი.
“ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირს არ სურს საქართველოს მიღება, თუმცა ქვეყანა არც არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად. მისი თქმით, ქვეყანაში არ არის ამ საკითხზე “ერთიანი აზრი”. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თბილისი გააუქმებს უცხოური აგენტების შესახებ კანონს მაშინვე, როგორც კი რესპუბლიკას ევროპულ ოჯახში მიიწვევენ. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა გააფრთხილა ოპოზიცია: თუ ვინმე პროტესტის მიმდინარეობისას დაარღვევს კანონს, მას “მკაცრად დასჯიან”. “პარლამენტში შეიძლება გაიმართოს დებატები და დისკუსია, დანარჩენი კი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. ეს იქნება დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, ისეთი, რომ აღარ დარჩება კითხვები” – თქვა მან.
გარდა ამისა, სტატიაში ვხვდებით სა, სა და მამუკა მდინარაძის ანტიდასავლურ განცხადებებსაც. კერძოდ, წერენ, რომ “პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად ცდილობდა, დაერწმუნებინა დასავლეთი, შეეწყვიტა რადიკალური ქართული ჯგუფების დაფინანსება, მაგრამ მის სიტყვებს არ მოუსმინეს”.
ამასთან, რუსული გამოცემა წერს, რომ ოპოზიცია “დაჟინებით აგრძელებს” მტკიცებას, რომ ამ კანონით საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანების შესახებ ოცნებას დაემშვიდობება.
საუბრობენ აქციებზეც. წერენ, რომ თბილისში კანონს კვირაზე მეტია ათასობით მოქალაქე აპროტესტებს.