რუსული მედია – საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას დაემატოს

საქართველო, შესაძლოა, ს მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას დაემატოს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შევიდა, რომელიც „დსთ“-ს რიგი სახელმწიფოების მიმართულებებით მომუშავე ტუროპერატორებისთვის ფინანსური წახალისების შემოღებას ითვალისწინებს.
ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ მეგობრული ქვეყნების სია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია და მასში „დსთ“-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც შედის. ასევე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას რუსეთის მთავრობა დაამტკიცებს.
სავარაუდოდ, კანონი ძალაში 2024 წლის 1-ელ აპრილს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს