რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 85 უკრაინული დრონი გაანადგურა“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 31 დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, 14 აზოვის ზღვის, 16 ვორონეჟის ოლქის, 4 ბელგოროდის ოლქის თავზე, 16 კრასნოდარის მხარეში, 2 ტამბოვის ოლქში, 1 კურსკის ოლქის თავზე და 1 დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.