რუსული მედია – რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ღამით ორიოლის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ლივნის რაიონში საწვავის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა კლიჩკოვმა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”