რუსული მედია – რუსეთიდან აფხაზეთში ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება

ავიაკომპანია Ifly რუსეთსა და სოხუმს შორის ავიარეისების განხორციელებას მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა.
„მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება“, – განაცხადა Ifly-ს წარმომადგენელმა.
მისი განმარტებით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს „iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)