რუსული მედია – პირები, რომლებსაც ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის განკუთვნილი ავტომობილი გადაჰყავდათ, კრასნოდარის მხარის სტარონიჟესტებლიევსკაიას დასახლებაში დააკავეს

პირები, რომლებსაც ს ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი გადაჰყავდათ, კრასნოდარის მხარის სტარონიჟესტებლიევსკაიას დასახლებაში დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველები“, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ავტომზიდით გადაჰყავდათ, ტრასის პირას დააკავეს. ახლოს მარცვლეულის ლიფტია, ხოლო რკინიგზის სადგური სამი წუთის სავალზეა.
ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, შემდგომში, მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცაღ, რომელიც, თავის მხრივ, ყირიმის ხიდზე უნდა შესულიყო და “უნებლიეთ თვითმკვლელი ტერორისტი” გამხდარიყო.
ორშაბათს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე მაღალი სიმძლავრის ბომბის აფეთქების კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს და რომ ბომბი დამონტაჟებული იყო ავტომობილში, რომელიც თვითმკვლელ ტერორისტს უნდა აეფეთქებინა. „ეფ-ეს-ბე“-ს მტკიცებით, ავტომობილი რუსეთში უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით ტრანზიტით შეიყვანეს, ხოლო უშუალოდ რუსეთში საქართველოდან საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტის, „ზემო ლარსის“ გავლით.