რუსული მედია- ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა – ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ

რუსული მედია- ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა – ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ
ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ, – ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza ს თანაგუნდელებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიაში, რომელშიც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა, განაცხადეს, რომ მისი ცხედარი ქალაქ სალეხარდში მდებარე მორგში გადაიყვანეს. მორგთან მისვლისას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დედამ და ადვოკატმა აღმოაჩინეს, რომ მორგი დაკეტილია.
ნავალნის მიერ შექმნილი “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დედას კოლონიაში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.
Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. სალეხარდში მდებარე საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნავალნის ადვოკატს კი უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დადგენილი არაა.
ამავდროულად, რუსული სახელმწიფო გამოცემა Russia Today გარდაცვალების მიზეზად თრომბს ასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”