რუსული მედია: მოსკოვის ცენტრში, სატირის თეატრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვი ცენტრში, ტრიუმფალურ მოედანზე მდებარე სატირის აკადემიურ თეატრში ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავცელებულა.

როგორც TASS წერს, ხანძარი მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა, როდესაც პირველი სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი.

ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 250 კვ.მეტრის ფართობზე გავრცელდა.

„კვამლი შენობის სახურავიდან ამოდიოდა. მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფების მობილიზების შემდეგ, შენობას სახურავი გადახადეს“, – წერს გამოცემა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს მოსკოვის პროკურატურა სწავლობს. თუმცა, როგორც TASS ოპერატიული სამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ცნობით, ხანძრის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო სარემონტო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა.

ასევე დაგაინტერესებთ