რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგები განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პუტინმა და ლუკაშენკომ, აშშ-ის ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გამართული შეხვედრის გათვალისწინებით, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
მათ მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
