რუსული მედია – ვლადიმერ პუტინმა ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც ასევე, აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისრება

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრ მეზობელ ქვეყნებთან ს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ს განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მეზობელ ქვეყნებთან – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან. ასევე, მას ს რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისროს“, – ნათქვამია განკარგულებაში.
ამასთან, პუტინის განკარგულების მიხედვით, ნიკოლაი უდოვიჩენკო „კასპიის ზღვის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს“.
ნიკოლაი უდოვიჩენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე მიხაელ პეტრიაკოვი შეცვალა.