რუსული მედია – კრემლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი კრემლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში აბუ-დაბის როლი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა.
ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გასულ შაბათ-კვირას აბუ-დაბიში -ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს, უკრაინის კრიზისის კონტექსტში ემირატების ძალისხმევა აღვნიშნო, მისი წვლილი ტყვეების გაცვლისა და სხვადასხვა ფორმატის კონტაქტების ორგანიზებაში“, – აღნიშნა პუტინმა

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო