რუსული მედია – ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ კრემლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარტია „ერთიანი ს“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.
პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის ცნობით, პუტინის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება