რუსული მედია – ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია

ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელზე, სერგეი მენიაილოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება და ხანძარი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია“, – წერს მენიაილო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მანამდე მენიაილო აცხადებდა, რომ ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლის“ ზედა სართულზე მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დრონს არ გამოუწვევია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან