რუსული მედია – ეგზიტპოლის თანახმად, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ს მიიღებს

ვლადიმერ პუტინი ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ს მიიღებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული ცენტრის (VTsIOM) ეგზიტპოლიზე დაყრდნიბით რუსული სახელმწიფო მედიაTASS-ი ავრცელებს.
კვლევა 15-17 მარტს საარჩევნო უბნების გასასვლელთან ჩატარდა.
მედიის თანახმად, გამოკითხვა ჩატარდა რუსეთის ფედერაციის 69 შემადგენელი ერთეულის 1400 საარჩევნო უბანზე. სულ გამოკითხული იყო 466 ათას 324 ადამიანი. კითხვებს რესპონდენტთა 60.4%-მა უპასუხა. პასუხის გაცემაზე უარი განაცხადაა გამოკითხულთა 39,6%-მა.
რუსეთში საარჩევნო უბნები დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ