რუსული მარცვლეული სომხეთში აზერბაიჯანის რკინიგზით ჩაიტანეს

დან, კერძოდ ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიგზავნა კომერციული ტვირთი – მარცვლეული. ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების შედეგია.
ეს ინფორმაცია დღეს, 23 დეკემბერს გაავრცელა რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა. გამოცემის ცნობით ს რკინიგზის დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანიამ წაიღო – პირველი პარტია 8 ვაგონისგან შედგებოდა.
აქამდე რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტი თითქმის სრულად საქართველოს სახმელეთო გზით შედიოდა.
ამავე წყაროს ცნობით, წლის ბოლომდე ამ მარშრუტით მარცვლეულით დატვირთული 30 ვაგონის გაგზავნა იგეგმება, რაც ჯამში ორ ათას ტონაზე მეტ მარცვლეულს შეადგენს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე არსებული აკრძალვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 2025 ოქტომბერში გამოაცხადა.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge