რუსული მარცვლეულის ექსპორტი 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

რუსეთში სოფლის მეურნეობა სერიოზულ ზეწოლას განიცდის – მარცვლეულის ექსპორტი 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ექსპორტის ვარდნის პასუხად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დმიტრი პატრუშევმა სფეროს ხელმძღვანელებს ,,საექსპორტო დინამიკის დროული აღდგენა” დაავალა.
პრეზიდენტ პუტინის მითითებით, 2030 წლამდე ექსპორტი 50%-ით უნდა გაიზარდოს.
კვლევითი კომპანიების პროგნოზებით, ივლისში დან ხორბლის ექსპორტი 2–2.6 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება გასული წლის 3.67 მლნ ტონას.
ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ ფერმერები მაღალი ფასის მოლოდინში პროდუქციას არ ყიდიან.
მოსავალზე მოქმედებს ამინდიც. საქმე ისაა, რომ გვალვის გამო, მოსავლის აღება გაჭიანურდა, ზოგ რეგიონში კი მოსავალი 60%-ით ნაკლებია.