რუსული „ლასტოჩკა“ სოხუმში შევა

რუსული „ლასტოჩკას“ ელექტრომატარებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოჭსა და გაგრას შორის გადაადგილდება, დღეს, 27 თებერვალს გამოსცდის გაფართოებულ მარშრუტს სოხუმის მიმართულებით და მარშრუტის სიგრძეს 80 კმ-ით გაზრდის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ოკუპირებული ს რკინიგზის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, საცდელი გაშვება ხელს შეუწყობს საბოლოო განრიგის დადგენას, რომელიც შეთანხმებული იქნება ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. ხელისუფლებასთან. სოჭიდან სოხუმამდე მატარებელს 12 გაჩერება ექნება.
ცნობისთვის, სოჭი-გაგრას მარშრუტი ამოქმედდა 2023 წლის ივნისში, AZhD-სა და ს რკინიგზას შორის შეთანხმების შემდეგ. პირველი რეისი იმავე წლის 8 ივნისს შედგა.