რუსული კომპანია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას 240 მილიონ რუბლს სთხოვს

რუსული კომპანია „აერო მენეჯმენტი“ (ყოფილი სააქციო საზოგადოება „დარტი“) ოკუპირებული ს დე ფაქტო ხელისუფლებას 24 მლნ რუბლზე მეტის (2,8 მლნ დოლარი) გადახდას სთხოვს.
ტელეგრამის არხმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა კომპანიის გენერალური დირექტორის, ფილიპ მიზონოვის წერილი, რომლის ადრესატებიც არიან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და სოხუმის აეროპორტის გენერალური დირექტორი ბ.კ. ჯენია.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიასთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად 2022 წელს არაერთი ხელშეკრულება დაიდო.
”ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც მან აეროპორტს სესხის სახით 120 მილიონი რუბლის ოდენობის თანხა გადასცა, აეროპორტის რეკონსტრუქციის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემქმნელი კომპანიისთვის გადასარიცხად”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ინვესტორი მიუთითებს, რომ „სესხის დავალიანების დაფარვისა და საკომისიოს გადახდის“ ვალდებულებები ჯერ არ შესრულებულა.
„მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ქმედებების შედეგად, ინვესტორს ჩამოერთვა ფაქტობრივი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში, ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ინვესტორი მოითხოვს გადაიხადონ:
· სესხის პროცენტი 120 მლნ რუბლის ოდენობით;
· სესხით სარგებლობის პროცენტი და საურავი პროცენტის დაგვიანებით გადახდისთვის, რომლის ოდენობა 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით 18 718 164 რუბლია;
· სააგენტოს მოსაკრებლების გადასახადზე დავალიანება 7 800 000 რუბლის ოდენობით;
· შეთანხმების დარღვევისთვის საჯარიმო დავალიანება 20 მილიონი რუბლის ოდენობით;
· ინვესტორის ხარჯების ანაზღაურების დავალიანება 73 436160 რუბლის ოდენობით.
კომპანია დავალიანების დაფარვისა და სხვა თემების განსახილველად აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას შეხვედრას სთავაზობს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კომპანიის მოთხოვნებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
სააქციო საზოგადოება “აერო მენეჯმენტი” (ყოფილი ს.ს. “დარტი”) 2021 წელს შეიქმნა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 10 ათასი რუბლია, ძირითადი საქმიანობაა კონსულტაცია კომერციულ საქმიანობასა და მენეჯმენტში. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, მედიამ გამოაქვეყნა “დარტის” გენერალური დირექტორის მრჩევლის, დმიტრი ნემოვის კომენტარი, რომელშიც იგი საუბრობდა „აეროპორტის მშენებლობისთვის სამართლებრივ მომზადებაზე“.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“, ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. რაშიდ ნურგალიევს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია