რუსული კოლონიიდან საომრად გადაბირებული კანიბალი უკრაინიდან თავის სახლში დაბრუნდა

უკრაინაში საომრად გადაბირებული ყოფილი პატიმარი, მკვლელობისა და კანიბალიზმისთვის მსჯავრდადებული დიმიტრი მალიშევი, ფრონტიდან ვოლგოგრადის რაიონის მშობლიურ სოფელ რახინკაში დაბრუნდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ დასახლების ხელმძღვანელმა ფედორ კადოვბამ გამოცემა 1.ru-ს განუცხადა.
მოხელის სიტყვით, მალიშევი ჭრილობის გამო წლის დასაწყისში ერთხელ უკვე დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვლავ წავიდა ომში. როგორც დასახლების თავკაცი ამტკიცებს, პირად საუბარში მალიშევმა მას უთხრა, რომ მალე კვლავ აპირებდა ფრონტზე გამგზავრებას.
2015 წელს მალიშევს 25 წლით პატიმრობა მიესაჯა კანიბალიზმის, ორი ადამიანის უკიდურესი სისასტიკით მკვლელობის, ქურდობის, იარაღის უკანონო ტრეფიკინგის, პოლიციელების მკვლელობის მომზადებისა და ძარცვის მუხლებით.
მალიშევი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2040 წლამდე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, 2024 წლის მაისში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მალიშევი შია გადაღებული მასავით ცნობილ მსჯავრდადებულ ალექსანდრე მასლენნიკოვთან ერთად. ვოლგის რეგიონის მცხოვრები მასლენნიკოვი 2017 წელს გაასამართლეს და 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ორი გოგოს მოკვლისა და მათი სხეულების დანაწევრებისთვის.

მალიშევმა და მასლენნიკოვმა 2023 წლის ოქტომბერში ერთად მოაწერეს ხელი კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან და ორივენი საომრად გაემგზავა უკრაინაში დანაყოფ Storm Z-ის შემადგენლობაში, რომელიც ძრითადად სწორედ ყოფილი პატიმრებისგან არის დაკომპლექტებული.
რუსეთმა უკრაინაში საომრად “შტორმის” სახელწოდების რამდენიმე ქვედანაყოფი შექმნა. ასე მაგალითად, „შტორმ Z“-ის მებრძოლებმა ს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2023 წლის სექტემბრამდე გააფორმეს, ხოლო „შტორმ V“-ის მებრძოლების კონტრაქტების მოქმედება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
არსებობს კიდევ “შტორმი გლადიატორი”, რომელიც ყოფილი მსჯავრდებული პოლიციელებისგან შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!