რუსული კატარღები შსს-ში და ჩანთით ჩატანილი 2 მილიონამდე ლარი რუსეთში – კომპანიის ორივე მფლობელი “ედინაია რასიას” დეპუტატია – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ დან 2 მილიონამდე ლარის ღირებულების რუსული კატერები იყიდა და კატარღების ფული, სანქციების გამო რომ ვერ გადარიცხეს, რუსეთში ჩანთით ჩაიტანეს.
მედიის ცნობით რუსული კომპანია “რუს ბოტის” 4 კატარის შესაძენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მილიონ 920 ათასი ლარი გადაიხადა. ტენდერს ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ჰყავდა – ბათუმში რეგისტრირებული კომპანია “ვიტა”.
კომპანიის მფლობელი “შაბათის ეთერს” უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ისინი, რუსული კატარღების ყიდულობდნენ და პრობლემა არ ჰქონია. კომპანია “ვიტა”, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული კატარღები მიაწოდა, ამბობს, რომ საქართველოში ის, არა მხოლოდ რუსული არამედ ამერიკული და თურქული კატარღების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენელია, თუმცა გომელაურის უწყებამ არჩევანი მაინც რუსულზე შეაჩერა.
კატარები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული კომპანიისგან იყიდა, მოსკოვთან ახლოს, “რუსბოტის” ქარხანაშია წარმოებული.
კომპანიას, რომლისგანაც შს სამინისტრომ ოთხი კატარღა იყიდა, ორი მფლობელი ჰყავს, ორივე პუტინის პარტიის “ედინაია რასიას” დეპუტატია.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს