თბილისსა და აჭარაში, სადაც ამჟამად აქტიური ტურისტული სეზონია, მეწარმეებს განგაში აქვთ ატეხილი. როგორც ამბობენ, პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ სტუმარმასპინძლობის კულტურას, ქართულ ტრადიციულ კერძებს ახლებური ინტერპრეტაციით ამზადებდნენ და იმავდროულად ინარჩუნებდნენ ავთენტურ ქართულ კულინარიას, დღეს მასობრივად კარგავენ მომხმარებელს, ვერ უძლებენ არათანაბარ კონკურენციას უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესკომპანიებსა და კერძო პირებთან.
„რუსული კაპიტალით აშენებული „კუნძულოვანი ეკონომიკა“ უნდა განვიხილოთ როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი“
ესმა კუნჭულია, “ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის” დამფუძნებელი: – წლევანდელი ტურისტული სეზონი შარშანდელთან შედარებით უფრო არასახარბიელოა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა “ბედნიერ ციფრებს” ასახელებს. ჩვენი ინსტიტუტის ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურისტულ თუ კვების ობიექტებს ერთმანეთის მსგავსი პრობლემები აქვთ. მაგალითად, მესტიაში ან ახალციხეში ბევრ სასტუმროს კარზე აწერია, რომ ქირავდება ან იყიდება.
მათი პატრონები ამბობენ, რომ ტურისტი გაქრა და ვეღარ აუდიან საბანკო კრედიტებს, ამიტომ იძულებული არიან შეწყვიტონ საქმიანობა. ამ ვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ეკონომიკური პრობლემები, საშინლად გაძვირებული პროდუქტები, პოლიტიკური ვითარება.
ამას ემატება კონკურენტუნარიანი “პარალელური ეკონომიკა”. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ თვალწინ წარმოიქმნა ერთგვარი “კუნძულოვანი ეკონომიკა”, რომელიც უმეტესწილად რუსეთიდან მიგრირებულთა ბიზნესებით არის დახუნძლული. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მიგრაციის რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა.
ამას მოჰყვა უძრავი ქონების გაძვირება, 200-300 პროცენტით გაიზარდა ბინის ქირა. იყო უამრავი ფაქტი, გამქირავებლები ადგილობრივებს ატოვებინებდნენ ბინებს და მიგრანტებზე ბევრად სარფიანად აქირავებდნენ. 2022-დან 2025 წლამდე შექმნილი “პარალელური ეკონომიკის” ახალი მოდელი განსაკუთრებით ხილულია ტურიზმის, სარესტორნო და სერვისების სფეროში.
თუ 2022 წლამდე რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ადგილობრივთა სერვისებით სარგებლობდნენ, მაგალითად, მოგზაურობდნენ ქართული ტურისტული კომპანიებით, თანამშრომლობდნენ ადგილობრივ გიდებთან, იყენებდნენ ჩვენს ტრანსპორტს, ჯავშნიდნენ ჩვენების სასტუმროებსა და რესტორნებს, დღეს მათ… განაგრძეთ კითხვა: