რუსული კანონი ხვალიდან ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება.
კანონის მიხედვით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტებმა მაქსიმუმ 3 თვეში ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ. აქედან გამომდინარე ასეთ ორგანიზაციებს 3 სექტემბრამდე აქვთ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ჯარიმდება 25 000 ლარით.
სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.
ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.