რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შეაქვთ

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შეაქვთ.
ოპოზიციონერი დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, სარჩელს ხელს 32 დეპუტატი მოაწერს.
ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელს არ უერთდება პარტია „გირჩი“. ამის მიზეზად პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის არ სჯერათ.
გარდა ოპოზიციისა, რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და 21 მედია და სამოქალაქო ორგანიზაცია ასაჩივრებს.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.

ასევე დაგაინტერესებთ