რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი 2000 ლარით დააჯარიმეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჯონასი ავრცელებს.
მისი თქმით, სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობაში:
„გვეღიმება, ეს ნათელი მაგალითია, რომ ქართული სასამართლო არ ხელმძღვანელობს მტკიცებულებებით“ ,- აღნიშნავს ჯონასი.
ტედ ჯონასი პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა. ამერიკელი იურისტის თქმით, დაკავებულს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა:
„მცემდნენ და მიწაზე მათრევდნენ [პოლიციელები]. ჭრილობები მაქვს ზურგზე და იდაყვზე […] შემდეგ გამათრიეს და დამაგდეს ქაშვეთის ტაძრის წინ. იქაც აგრძელებდნენ ჩემს ცემას ფეხებით. მიწაზე ვიწექი და ისინი მცემდნენ” ,— იხსენებს ჯონასი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ