რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია გუდაძემ გამოაცხადა.
ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს სასამართლო 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.