რუსული კანონის მხარდამჭერი ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იქნება

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ხატია წილოსანი დაიკავებს.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ ხატია წილოსანის კანდიდატურა დასანიშნად „ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა.
ხატია წილოსანი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც -ში საქართველოს ელჩი იქნება.