რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი დუმბაძე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დგომის გამო 5 ათას ლარით დააჯარიმა. პროცესი ერთი საათის წინ დასრულდა.
დუმბაძის წინააღმდეგ -მ დღეს მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა, სადაც ასევე ჩანს აქციის ასი ათასობით მონაწილე, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას. აღნიშნულ მტკიცებულებას ადვოკატები პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაეცნენ, რადგან მანამდე მათ ამის შესაძლებლობა არ მისცემიათ.
თავად გიორგი დუმბაძე ამბობს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული, ვინაიდან ცხადია, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთა იყო.
მსვლელობა, რასაც 7 დღის განმავლობაში ვაკეთებდით, მერვე დღესაც უნდა გაგვემეორებინა. ყველა ეს ფაქტი თავისი მტკიცებულებებით, არგუმენტებით წარვუდგინეთ სასამართლოს და ცოტა ხნის წინ რაც გითხარით, მაგაშიც ეჭვი მეპარებოდა მაინც, რომ ეს სხდომები სასამართლო დარბაზებში ფარსი არის და გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, შეიძლება რამდენიმე საათით ან შეიძლება მართლა 24-ვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. როდესაც ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოვცდით, უკვე ვხვდებით, რომ აღარ შეგვიძლია ვუწოდოთ სასამართლოს სასამართლო, – ამბობს გიორგი დუმბაძე.
დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი აქტივისტის პროცესია ჩანიშნული. მოპედის მძღოლი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს სისტემატურად ესწრებოდა, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აქტივისტს ჩვენება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის წინააღმედგ მიაცემინონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”