რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ჯარიმებისთვის ფულს ადამიანის უფლებათა სახლი აგროვებს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს. მათ უმეტესობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას — წვრილმან ხულიგნობას, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, გზის გადაკეტვას, შენობებზე საპროტესტო ბანერების გაკვრას და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებიან.
გარდა დაკავებულებისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს ათობით ადამიანის მიმართ. სასამართლო სხდომები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, მათი ინტერესების დამცველი იურისტების ინფორმაციით, ფაქტობრივად, ყველა დააჯარიმეს, ვისი სხდომაც უკვე ჩატარდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, თეონა ზაქარაშვილის შეფასებით, “რეალურად, ეს არ არის საქმის განხილვა. სასამართლო, უბრალოდ, ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს და ადასტურებს -ს ოქმებს”.
ჯარიმის მინიმალური ოდენობა 500 ლარია, მაქსიმალური კი – 5000.
აქციებზე დაკავებულთა ჯარიმების გადასახდელ თანხას აგროვებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სახლი. ორგანიზაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ისინი კოორდინაციაში არიან უფლებადამცველი ორგანიზაციების ქსელთან, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს იურიდიულ მომსახურებას უფასოდ უწევენ.
ადამიანის უფლებათა სახლისთვის აქციებზე დაჯარიმებულ მოქალაქეებს მიმართვა შეუძლიათ მოქალაქეებს ინდივიდუალურადაც. ამისთვის მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და ორგანიზაციას მიწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ.
ადამიანის უფლებათა სახლის მიერ შეგროვებული თანხა მოხმარდება არა მხოლოდ ჯარიმების გადახდას, არამედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების სხვა საჭიროებებსაც, მათ შორის, სამედიცინო დახმარებას და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ფიზიკური უსაფრთხოების საჭიროებებს და ა.შ.
მათ კი, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად, შეუძლიათ თანხა გადარიცხონ ადამიანის უფლებათა სახლის სპეციალურ ანგარიშზე:
· ლარი: GE41TB7249036080100001
· დოლარი/ევრო: GE85TB7249036180100001
· Paypal: [email protected]
მიმღები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი/ THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI დანიშნულება: დონაცია

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?