რუსული კანონის გამო ოცნების დეპუტატი თელავის საკრებულოში პარტიას და თანამდებობას დატოვებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონის გამო პარტიასა და საკრებულოში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა.
ბერძენაშვილი თელავის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.
რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ 10 ივნისამდე შვებულებაშია, სამსახურში დაბრუნებისთანავე კი პარტიას და თანამდებობას დატოვებს.
“მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო” – თქვა მან.
26 აპრილს ლევან ბერძენაშვილმა თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ის პარტიასა და თანამდებობას დატოვებდა.
28 მაისს ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი