რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა

რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. ამის შესახებ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, წლების მანძილზე მათთან შედარებით მცირე ვაჭრობა გვაქვს, რადგან მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, და სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაძაბული და შემაწუხებელი არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ. ასევე, მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა სგან შეისყიდეს, და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა ში მკვლელობები შეწყვიტოს – ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან“, – წერს ტრამპი.