რუსული დრონებით შეტევა იყო კიევსა და ნიკოლაევზე, არიან დაჭრილები

ს ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინზე მორიგი იერიში მიიტანეს. კიევსა და ნიკოლაევში არიან დაჭრილები. დანგრეული და დაზიანებულია სახლები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევზე შეტევა 10 აპრილს, ღამის სამი საათისთვის დაიწყო. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანებულია 9 მრავალბინიანი სახლი და ადმინისტრაციული შენობა. დაიჭრა 10 ადამიანი.
უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, ს დარნიცკის რაიონში დანგრეულია კერძო სახლი, გოლოსეევსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა საწყობების ტერიტორიაზე.
ფორუმი