რუსული დელეგაცია სტადიონზე დააბინავეს, ხალხი პროტესტით დახვდა

ტვ პირველის ცნობით, ანკორიჯში ჩასულ სერგეი ლავროვს ეცვა მაისური საბჭოთა კავშირის ინიციალებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ხუთ რუს პოლიტიკოსს შორისაა, რომლებიც ამ საღამოს ისტორიულ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას – შეხვედრის თემაა ომის დასრულების გეგმა. როგორც რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა თქვა, საუბარი ამერიკულ მხარესთან ეკონომიკასაც შეეხება.
პუტინის მთავარი პროპაგანდისტები ამერიკაში უსიამოვნო სიურპრიზს გადააწყდნენ: ჩამოსვლის შემდეგ სტადიონზე – Alaska Airlines Center-ში დააბინავეს. არსებული ინფორმაციით, სპორტული დარბაზი დროებითი განთავსების პუნქტად გადააკეთეს, მიზეზად კი ტურისტული სეზონის გამო გადავსებული სასტუმროები დაასახელეს.
ამ დროს ანკორიჯის ქუჩებში კვლავ ისმის შეძახილები: „Alaska stands with Ukraine!“ – „ალასკა უკრაინის გვერდით დგას!“
ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე დაახლოებით 10 საათი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?