რუსული გაზის შეწყვეტის გამო, დნესტრისპირეთში წარმოება გაჩერდა, მარტო კვების მრეწველობა მუშაობს

რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის გამო, მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში კვების მრეწველობის გარდა, ყველა საწარმო დაიხურა. ინფორმაცია 2 იანვარს დნესტრისპირეთის წარმომადგენელმა გაავრცელა.
”ყველა სამრეწველო საწარმო ამჟამად უმოქმედოა, გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც სურსათის წარმოებით არიან დაკავებული, ანუ უშუალოდ უზრუნველყოფენ დნესტრისპირეთის სურსათის უსაფრთხოებას,” – განუცხადა ადგილობრივ საინფორმაციო არხს რეგიონის სეპარატისტული მთავრობის ვიცე-პრემიერმა სერგეი ობოლონიკმა.
მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მაგრამ, “პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ თუ ის დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვარდა, შეუქცევადი ცვლილებები გვექნება, ანუ საწარმოები დაკარგავენ ამოქმედების უნარს”, – დასძინა მან.
წარსულში მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკა მოლდოვას 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოეყო. დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არც მოლდოვა და არც დასავლური სამყარო არ აღიარებს. რეგიონში დიდწილად რუსულად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს.
რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ში ს მიერ დაწყებულ ომს უკავშირდება. მოსკოვს აქამდე ნებას რთავდა, გაეგრძელებინა მისი ტერიტორიის გავლით, ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი. ეს უკრაინას ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე სატრანზიტო მოგებას აძლევდა.
თუმცა, 2025 წლის დასაწყისიდან, კიევმა უარი თქვა რუსეთთან ომის დაწყებამდე დადებული ხუთწლიანი ხელშეკრულების განახლებაზე, რომელსაც ვადა ორიოდ დღის წინ ამოეწურა. ევროპული ქვეყნები, როგორიცაა და ავსტრია, გაზის შეწყვეტისთვის აქამდეც ემზადებოდნენ და საწვავის სხვა, ალტერნატიული მიმწოდებლები გამონახეს. დნესტრისპირეთის პრორუსი ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი აცხადებს, რომ გაზის რეზერვი მათთან ჩრდილოეთ ნაწილში მხოლოდ 10 დღე გასტანს, ისიც – ლიმიტირებული გამოყენებით, სამხრეთში კი შეიძლება 20 დღემდე ეყოთ. რეგიონში დღემდე რუსეთს საკუთარი შეიარაღებული ძალების 1 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს