რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას აახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეძლებენ გადარიცხვას და ეს Unistream-ის სისტემით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იულია კავერინამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ფულადი გზავნილების გაგზავნის შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს ახლობლებისა და მეგობრებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა გაუადვილდებათ”, – თქვა მან.
საგადახდო სისტემა “იუნისტრიმმა” საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.
