რუსული ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვები შესაძლოა ახალ წლამდე მოიხსნას

2024 წლის ბოლომდე, რუსულ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა შეიძლება უკვე მომავალ კვირაში მოიხსნა.
რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნის წინადადების მომზადების შესახებ, უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ცივილევმაც დაადასტურა.
„ჩვენ მოვხსნით ექსპორტზე შეზღუდვებს, რადგან ფასები სტაბილურია, ბაზრის მდგომარეობა სტაბილურია“, – თქვა მინისტრმა.
საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი 2-4%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, რუსეთში ბენზინის ექსპორტზე ემბარგო 1 მარტიდან მოქმედებს ყველა უცხოური მიწოდებისთვის, გარდა EAEU ქვეყნებისა. აკრძალვა დროებით მოიხსნა მაისის ბოლოს, მაგრამ შეზღუდვები აგვისტოში განახლდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად აკრძალვა წლის ბოლომდე დაწესდა.