რუსული ბანკები SWIFT-ს არ დაუბრუნდებიან – EU

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემაში არ დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ.
მართალია, ამ ეტაპზე, ევროკავშირი SWIFT-ის სანქციის გაუქმებას არ აპირებს, თუმცა, ფინანსისტები, პოლიტოლოგები და კონფლიქტოლოგები არ გამორიცხავენ, დონალდ ტრამპის კოორდინაციით, ეს საკითხი პუტინთან მოლაპარაკებებში დაყოლიების ერთ-ერთი ბერკეტი გახდეს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა, რუსეთ-უკრაინის შეთანხმების სანაცვლოდ, ევროკავშირს SWIFT-ის შეზღუდვა გააუქმებინოს.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად კრემლი SWIFT-ის სისტემაში Russian Agricultural Bank-ის დაბრუნებას აყენებს. ეს ბანკი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ბაზარზე რუსული სურსათით ვაჭრობის პროცესში. ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, მათ შორისაა საფრანგეთი, რომელიც ამ ეტაპზე SWIFT-ში რუსული ბანკების დაბრუნებას გამორიცხავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…