რუსული ბაზები ანაკლიის პორტის ნაცვლად | BBC ოკუპირებული ოჩამჩირედან ფოტო-მასალას აქვეყნებს

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იყო მორიგ ჯერზე განხილვის საგანი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარის მხრიდან. ბრიუსელი ღიად მიანიშნებს, რომ ევროპაში არიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებით, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არჩევანს ჩინეთზე აკეთებს, რომელიც ევროპის მხრიდან კონკურენტად და მზარდ საფრთხედ აღიქმება.
პარალელურად, დასავლეთი შეშფოთებულია იმ გამოწვევების გამო, რომელიც დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობით იქნება გამოწვეული შავი ზღვის რეგიონში.
ავტორი: ზურა პეტროსიანი