„რუსული ОДКБ საფრთხეა… ვაპირებ თანამშრომლობას ევროკავშირთან, თურქეთსა და საქართველოსთან“ – ფაშინიანი

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ) – კრემლის მიერ მის მიმართ ლოიალური 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან შეკრული სამხედრო ბლოკი, საფრთხეა სომხეთისთვის, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შექმნის დღიდან – 1992 წლის მაისიდან იყო გაწევრიანებული, სადღეისოდ ОДКБ-სთან ურთერთობებში „შეუქცევადობის წერტილს მიუახლოვდა“.
„ОДКБ-ში ჩვენი წევრობა გავყინეთ არა მარტო იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს სომხეთის უსაფრთხოების დაცვის კუთხით, არამედ მეტიც – თავად წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სომხეთის მომავალი არსებობისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებიობისთის” – განაცხადა ფაშინიანმა სრულიად სომეხთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, სომხეთი აპირებს, განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ასევე თურქეთსა და საქართველოსთან, თუმცა ამავდროულად ეცდება, არ გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და ს ეგიდით მოქმედ „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან“.
მიმდინარე წლის 12 ივნისს ფაშინიანმა სომხეთის ОДКБ-დან გასვლის განზრახვა გამოაცხადა, ერთი თვით ადრე კი ორგანიზაციის წევრებს 2022 წლის კონფლიქტში აზერბაიჯანის დახმარებაში დასდო ბრალი. 2023 წლის ზამთრიდან მოყოლებული, სომხეთი აღარ მონაწილეობს ОДКБ-ს ეგიდით დაგეგმილ წვრთნებში და უარი თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე სომხეთისთვის განსაზღვრულ კვოტებზე.
accentnews.ge