“რუსულენოვანი მოსახლეობის ნახევარმა ბათუმი დატოვა, მასიურად იკეტება ან იყიდება მათ მიერ გახსნილი ობიექტებიც” | BM.ge

„რუსულენოვანი მოსახლეობის ნახევარმა დატოვა, მასიურად იკეტება ან იყიდება მათ მიერ გახსნილი ობიექტებიც“, – ინფორმაციას გამოცემა BM.ge ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორსა და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებელ ირაკლი თავართქილაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ს მოსახლეობის გადინება გაძვირებული ცხოვრების ხარჯებს უკავშირდება.ისინი უფრო იაფ, აზიურ ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად.
“რუსულენოვანი მოსახლეობა, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ ბელარუსებიც, მასიურად ტოვებენ საქართველოს. თუ ბათუმში ნაქირავები ბინების რაოდენობას დავეყრდნობით, მინიმუმ რუსულენოვანი მოსახლეობის 40-50%-მა, ე.წ. ეკონომიკურმა ლტოლვილებმა უკვე დატოვეს ჩვენი ტერიტორია. ეს შეიგრძნობა ყველგან ქუჩებში, კაფეებში და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. მცირე ზომის ობიექტები, რომელიც გახსნილი იყო ჩამოსული ადამიანების მიერ დაიხურა, ან იყიდება. დიდი ნაწილი დაბრუნდა სამშობლოში, რადგან აქტიური მობილიზაციის საშიშროებას ვეღარ ხედავენ. მეორე ნაწილი მიემგზავრება უფრო იაფ ქვეყანაში აზიის მიმართულებით. ვისაც ევროპა შეეძლოთ ვიზის გათვალისწინებით, იქ წავიდნენ, განსაკუთრებით პოლონეთში. მათთვის მთავარი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველო იყო ძვირი ქვეყანა, ბინების, სამომხმარებლო კალათის მხრივ. უკვე მწირი შემოსავლით ვეღარ აუდიოდნენ იმ სოციალურ გარემოს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მათ უქმნიდა. აგვისტოს შემდეგ უკვე შეინიშნება უძრავი ქონების გაყიდვების შემცირება, ბევრი სამშენებლო კომპანია ამბობს ამას, ასევე მეორე დიდი დარტყმა განიცადეს ს ომის დაწყების შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა ფასების კლება გასაყიდ უძრავ ქონებაზე არ შეინიშნება. რაც შეეხება გასაქირავებელ ბინებს, აქ ფასებმა რადიკალურად 40-50%-ით დაიკლო და დაუბრუნდა პირვანდელ მაჩვენებელს. აპარტამენტი, რომელიც ქირავდებოდა 600-700$, ამჟამად 200-250$ ღირს. პიკზე 20 ათასზე მეტი ადამიანი იყო ბათუმში ჩამოსული, დღეს ალბათ ეს რიცხვი 7-8 ათასი მოსახლე იქნება. ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის არის ისრაელის ბაზარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაფრინავდა, ამჟამად 2 ფრენაა მხოლოდ, რომელიც ინტენსიურად დატვირთულია. ისინი ოპტიმისტურად უყურებენ ტურისტული სეზონის განახლებას გაზაფხულიდან. ახლა დაფრინავენ თურქეთიდან, არაბეთიდან, ირანიდან და ძალიან მომატებულია რუსეთიდან, ოღონდ ახლა, წინასაახალწლოდ გამოჩნდნენ ტურისტები. ვფიქრობთ, რომ ზამთარში მათი რიცხოვნობა დაეტყობა ჩვენს ქალაქს და რეგიონს.” – ამბობს თავართქილაძე.