რუსუდან ცირეკიძე: ჯაბა იოსელიანმა თაობები დაღუპა მეთქი, თავის დროზე ვამბობდი. ყველა თავისი ხელით იჩხერდა, ყველა თავად ქურდობდა და კლავდაო- მეკამათებოდნენ

ენმ-ის წევრი, რუსუდან ცირეკიძე:
“ჯაბა იოსელიანმა თაობები დაღუპა მეთქი, თავის დროზე ვამბობდი.
ყველა თავისი ხელით იჩხერდა, ყველა თავად ქურდობდა და კლავდაო- მეკამათებოდნენ.
არ არის ეგრე მეთქი, მეც ვპასუხობდი.
შეიძლება ადამიანი მკვლელობისკენ მიდრეკილი იყოს ( მეცნიერები ამბობენ რომ გენიც კი არსებობს) , მაგრამ ვერასოდეს შეექმნას სიტუაცია როცა შეიძლება მოკლას,. არავინ ჩაუდოს ხელში იარაღი და მაშინ ისე დაბერდება და მოკვდება თავად, რომ მკვლელობას არ ჩაიდენს.
სოციალური გარემოს, საზოგადოებაში გაბატონებულ სტანდარტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხშირად ვამბობთ -” ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გააბანძა “.
ამაში ისიც იგულისხმება, რომ მორალური სტანდარტი დაწია ფსკერთან ახლოს.
გვეგონა რომ ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა?
სულ ტყუილად.
გადახედეთ სოცქსელებს.
ადამიანებს სახე აქვთ დაკარგული.
ისეთი გატაცებით ჭორაობენ ბინძურად, ისეთი ვნებით აგორავებენ ტალახში ყველა მეტ ნაკლებად ცნობილ პერსონას, რომ წესიერ ადამიანს გულისრევის გარდა სხვა არაფერი დარჩენია.
შეხედეთ რა ხდება ჩემს პარტიაში.
მეგობრებს , თანამებრძოლებს როგორ ექცევიან, რა მეთოდებით იშორებენ თავიდან თუ გზიდან.
ბიძინა ივანიშვილმა ყველა სხვა სტანდარტიც დაწია – მაგალითად პოლიტიკოსობის კრიტერიუმები, (მორალური თუ ინტელექტუალური),
სამწუხაროდ ესეც აისახა ჩემს პარტიაში.
გამოსავალი? ვიცი..
მაგრამ ამაზე სხვა დროს.”