რუსუდან თევზაძე აბიტურიენტებს – გამოიყენეთ ყველა გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა პიროვნული ზრდისა და თქვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის

მინდა, მოგმართოთ რწმენითა და მხარდაჭერით: ამ გზაზე, რომელიც ახლა იწყება, წინ შეგხვდებათ სირთულეებიც და მიღწევებიც – გამოიყენეთ ყველა გამოწვევა, როგორც შესაძლებლობა პიროვნული ზრდისა და თქვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, – ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე აბიტურიენტებს, რომლებსაც დღეს ეროვნული გამოცდები დაეწყოთ.
რუსუდან თევზაძე ახალგაზრდებს წარმატებას უსურვებს და სწავლისკენ, შრომისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს მათ.
“საქართველოს ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების დაწყებას!
ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში – დრო, როცა თქვენი შრომა, მიზნები და ოცნებები ნამდვილ გამოცდას გადის. გისურვებთ დიდ წარმატებებს თითოეულ თქვენგანს!
მინდა მოგმართოთ რწმენითა და მხარდაჭერით: ამ გზაზე, რომელიც ახლა იწყება, წინ შეგხვდებათ სირთულეებიც და მიღწევებიც – გამოიყენეთ ყველა გამოწვევა როგორც შესაძლებლობა პიროვნული ზრდისა და თქვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.
ყოველთვის გახსოვდეთ: სიმართლის მსახურება – სამშობლოს მსახურებაა.
ისწავლეთ, იშრომეთ და იმოქმედეთ ღირსებით, საქართველოში თქვენი და სხვათა კეთილდღეობისთვის.
წარმატებებს გისურვებთ!”, – წერს რუსუდან თევზაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი

ლევან ღამბაშიძე: მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც …